ღვინის კომპანია შპს საქართველოს სული
ღვინის კომპანია შპს საქართველოს სული (SG Winery) დაარსდა 2014 წელს, ქარხანა მდებარეობს თელავში, კახეთის რეგიონი, საქართველოს მეღვინეობის ცენტრში. კომპანიის მისიაა ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნება და განვითარება, დასავლური გამოცდილებით გამდიდრება, საქართველოს, როგორც ვაზის ნულოვანი წერტილის პოპულარიზაცია და მისი ღირსშესანიშნავი ადგილის დაცვა მსოფლიო მეღვინეობაში.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოს, აფართოებს წარმოებას ყოველწლიურად ახალი ჯიშების შემოტანით, მაგრამ ასევე მუშაობს სხვადასხვა ექსპერიმენტებზე და გეგმავს ახალი უნიკალური გემოს კომბინაციები შესთავაზოს ქართულ და უცხოურ ბაზრებს.
ამ დროისთვის კომპანია აწარმოებს ვაზის რამდენიმე ჯიშს საფირმო სახელწოდებით Vine Ponto. ესენია: ქისი, მწვანე, რქაწითელი, ხიხვი, ჩინური, ციცქა, ცოლიკაური, კაბერნე სოვინიონი, საფერავი და მუკუზანი. წლიური წარმოება აღწევს 50 ათას ბოთლ Vine Ponto-ს უმაღლესი ხარისხის ღვინოებს.