მშრალი ქარვისფერი ღვინო რქაწითელი 2018
დამზადებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოყვანილია კახეთში, წინანდლის მიკროზონაში, ქართული ტრადიციული მეთოდით. ფერმენტაცია და დავარგება ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა ქვევრში სრულ ჭაჭაზე, შემდეგ ღვინის დავარგება გაგრძელდა მუხის კასრებში. ღვინო არის ოქროსფერი, სრული სხეულით, მდიდარი და კომპლექსური, კარგად ეხამება ქათმის და ხბოს ხორცის კერძს.
გაფილტრული, შეიცავს სულფიტებს. ალკ. 13%